სეტიენი: ჩემპიონატზე გამარჯვება შეგვიძლია - ამას ფაქტები და მათემატიკა ადასტურებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენს მიაჩნია, რომ მის გუნდს ჩემპიონობის შანსი არ დაუკარგავს.

"რა თქმა უნდა, შეგვიძლია ლა ლიგა მოვიგოთ. ამას ფაქტები და მათემატიკა ადასტურებენ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა გვქონდეს იმედი.

საჭიროა ჩვენს თამაშზე ვიფიქროთ, ყოველ მატჩში გავიმარჯვოთ და სიტუაციის განვითარებას დავაკვირდეთ. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმად ღირს, რომ არ დავნებდეთ", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

პრიმერას დასრულებამდე 4 ტურით ადრე "რეალი" "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს.