ESPN: "ბარსელონა" ლაუტაროს შეუთანხმდა - ყველაფერი კოუტინიოს გაყიდვაზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ბარსელონამ" "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

"ბარსას" ლაუტაროს ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა სურს, მაგრამ "ინტერი" მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

ახლა ლაუტაროს "ბარსელონაში" გადასვლა კატალონიური კლუბის მიერ ფეხბურთელების გაყიდვაზეა დამოკიდებული და უფრო დიდ იმედებს ნახევარმცველ კოუტინიოს გასხვისებაზე ამყარებენ - ის აგვისტომდე "ბაიერნშია" განათხოვრებული.

"ბარსელონა" აგრეთვე ნელსონ სემედოსა და ივან რაკიტიჩის გაყიდვას გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული