პენალტი ტრენდშია - "რეალმა" ზედიზედ მერვედ იმარჯვა და ჩემპიონობას ცოტაღა აშორებს

AutoSharing Option
ლა ლიგას 35-ე ტურში "რეალმა" "ალავესი" 2:0 დაამარცხა.

"რეალი" სეზონის განახლების შემდეგ ყველა მატჩს იგებს, "ალავესმა" კი ერთის გარდა ყველა წააგო და იანვრის შემდეგ გასვლაზე გამარჯვება არ უზეიმია, თუმცა დებიუტშივე შეეძლო დაწინაურება - ხოსელუმ ბურთი ხარიხას გაარტყა. ცოტა ხანში ნავარომ მენდი წააქცია და თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში ბენზემამ გახსნა. შესვენების შემდეგ ასენსიომ რობერტოს კარი დალაშქრა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.

მოკლედ, "სამეფო გუნდმა" სერხიო რამოსის, მარსელოსა (ამ სეზონში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს) და კარვახალის გარეშეც ადვილად იმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე
"ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს.

11 ივლისს "ბარსელონა" სტუმრად "ვალიადოლიდს", ხოლო 14 ივლისს "რეალი" "გრანადას" შეხვდება.

"რეალმა" ზედიზედ მერვედ იმარჯვა და ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუშვია

ტიბო კურტუამ პრიმერას მიმდინარე გათამაშების 18 მატჩში არ გაუშვა გოლი - "რეალის" რეკორდამდე ერთი გოლგაუშვებელი მატჩი აკლია.

მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში ექტორ როდრიგეს კარპალომ შეცვალა.

"ბლანკოსს" მიჯრით მესამე მატჩში დაუდეს პენალტი, რაც 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა - ამ სეზონში "ბლანკოსს" 10 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს, მის კარში კი 2 დანიშნეს.

რეალი - ალავესი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (12, პენ), 2:0 ასენსიო (51)

მკითხველის კომენტარები / 11 /
სამეფო კლუბი იმიტომაა სამეფო, რომ მეფის ბრძანებით ყოველწლიურად გამოყოფილი აქვს ქვოტა - 10 პენალტი. ამის შემდეგ მსაჯებს ეძლევა უფლებათ იმსაჯონ წესების დაცვით.
დობო
11 ივლისი 2020 19:10
3
რეალს 10-ჯერ დაუდეს და მის კარში 2-ჯერ, ნიშნავს რომ რეალი უფრო მწვავედ უტევს და ჯარიმის გარეშე გაჩერება უჭირს მეტოქეს... რადგან დინამოს არ უდებენ პენლებს, მსაჯი ებრძვის? ვერ უტევს და იმიტო არ უდებენ
რა მაფიაა?
11 ივლისი 2020 16:03
5
"პენალტი ტრენდშია" - ეს სათაური რას ნიშნავს? რომელი პენალტი იყო საეჭვო და რა შუაშია ვარი? რამდენჯერაც დაარღვევენ მეტოქის საჯარიმოში წესებს, იმდენჯერ დაინიშნება პენალტი, უფრო მეტიც: თუ ერთ თამაშში ორჯერ, სამჯერ და ა.შ დაირღვევა თამაში იმდენი პენალტი დაინიშნება და რა არის აქ პრობლემა ან გასარჩევი?
მადრიდისტა
11 ივლისი 2020 12:51
12
ბარსელონაზეც მეეჭვებოდა ადრე რომ აწყობდნენ ზოგ-ზოგ თამაშს, იყო თამაშები მილანთან და ვიღაცეებთან მოგონილი პენლები და აშ. მაგრამ როგორც რეალს მთლად ესე მართლა არ ეხმარებოდნენ. უფრო ღირსეული გუნდი ბარსელონაა.
ikako
11 ივლისი 2020 12:47
21
სიტი-რეალი 6-0
!
11 ივლისი 2020 12:41
14
მანჩესტერ სიტი კიდე დაგსჯით მაგ თაღლითობისთვის. არც პენალტი იყო და მეორე თამაშგარე იყო.
ირაკლი
11 ივლისი 2020 12:39
13
ბარსას ფანებს რეალის ფორმა განერვიულებთ? ბარსას თამაშის ხარისხზე დაფიქრდით და მიხვდებით რატო ვერ ხდება ბარსა წელს ჩემპიონი...

რაც შეეხება დანიშნულ პენალტებს, ფლანგებზე დაცვაში რეალურად რეალს შემტევები ყავს და ამწვავებენ თამაშს. ნუ დაარღვევენ წესს და რო შევლენ საჯარიმოში პენალტის გარეშე გაიტანენ გოლს!
sormona
11 ივლისი 2020 10:59
2
სულ ბარსელონაა ჩემპიონი ესპანეთში,დიდი ამბავი შიგადაშიგ რომ რეალმა მოიგოს პრიმერა. ბოლო 15 წელიწადში ბარსამ 9ჯერ მოიგო,რეალმა,4ჯერ, 1 ატლეტიკომ. წელს ისევ რეალს უწევს, ორჯერ მეტს იგებს ბარსა და სადაც დაიჭირა ბოლო 15 წელიწადში იქ გაანადგურა ბარსამ. 0-4, 5-0, 2-6 მარტო ეს ანგარიშები კმარა.ბარსას გულშემატკივრებს საერთოდ არ აქვთ სადარდებელი,უბრალოდ ისეთი დაბოღმილი იყვნენ ბარსაზე ბოლო ათწლეულში რეალის გულშემატკივრები,სხლა ერთბაშად ანთხევენ ბოღმას. ;-)
:-)
11 ივლისი 2020 15:39
8
ვისაც ფეხბურთი გიყვართ 90-ე წუთიდან დაწყებული სამ წუთს უყურეთ...მაგარ ფორმაშია რეალი და განწირული სულაც არაა სიტისთან.
emigranti
11 ივლისი 2020 03:09
7
კიი მსაჯები აშკარად ფორმაში ყავს.მეხუთე თამაშია ზედიზედ პენალტს ნიშნავენ რეალის სასარგებლოდ.ვისაც ეს დამთხვევა ჰგონია ის საერთოდ არაფრის აზრზე არაა.დარწმუნებული ვარ სიტისთანაც დაუდებენ პენალტს
Master
11 ივლისი 2020 10:41
18
ძალიან მაგრად მეეჭვება რეალმა რომ სიტი გააგდოს. აი თუ ეს მოხდა,მაშინ ნამდვილად ვაღიარებ,რომ ფორმაშია რეალი,ცოტა რთულია თქვა მაგარ ფორმაშიაო,მაშინ როდესაც ალავესებს და ხეტაფეებს უგებს,ისიც პენალტით,მიუხედავად იმისა,რომ სათამაშო უპირატესობასაც ფლობს.დრო გვიჩვენებს რა იქნება
სამწუხაროდ
11 ივლისი 2020 06:16
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული