პენალტი ტრენდშია - "რეალმა" ზედიზედ მერვედ იმარჯვა და ჩემპიონობას ცოტაღა აშორებს

AutoSharing Option
ლა ლიგას 35-ე ტურში "რეალმა" "ალავესი" 2:0 დაამარცხა.

"რეალი" სეზონის განახლების შემდეგ ყველა მატჩს იგებს, "ალავესმა" კი ერთის გარდა ყველა წააგო და იანვრის შემდეგ გასვლაზე გამარჯვება არ უზეიმია, თუმცა დებიუტშივე შეეძლო დაწინაურება - ხოსელუმ ბურთი ხარიხას გაარტყა. ცოტა ხანში ნავარომ მენდი წააქცია და თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში ბენზემამ გახსნა. შესვენების შემდეგ ასენსიომ რობერტოს კარი დალაშქრა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.

მოკლედ, "სამეფო გუნდმა" სერხიო რამოსის, მარსელოსა (ამ სეზონში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს) და კარვახალის გარეშეც ადვილად იმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე
"ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს.

11 ივლისს "ბარსელონა" სტუმრად "ვალიადოლიდს", ხოლო 14 ივლისს "რეალი" "გრანადას" შეხვდება.

"რეალმა" ზედიზედ მერვედ იმარჯვა და ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუშვია

ტიბო კურტუამ პრიმერას მიმდინარე გათამაშების 18 მატჩში არ გაუშვა გოლი - "რეალის" რეკორდამდე ერთი გოლგაუშვებელი მატჩი აკლია.

მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში ექტორ როდრიგეს კარპალომ შეცვალა.

"ბლანკოსს" მიჯრით მესამე მატჩში დაუდეს პენალტი, რაც 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა - ამ სეზონში "ბლანკოსს" 10 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს, მის კარში კი 2 დანიშნეს.

რეალი - ალავესი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (12, პენ), 2:0 ასენსიო (51)

მკითხველის კომენტარები / 11 /
სამეფო კლუბი იმიტომაა სამეფო, რომ მეფის ბრძანებით ყოველწლიურად გამოყოფილი აქვს ქვოტა - 10 პენალტი. ამის შემდეგ მსაჯებს ეძლევა უფლებათ იმსაჯონ წესების დაცვით.
დობო
19:10 11-07-2020
3
რეალს 10-ჯერ დაუდეს და მის კარში 2-ჯერ, ნიშნავს რომ რეალი უფრო მწვავედ უტევს და ჯარიმის გარეშე გაჩერება უჭირს მეტოქეს... რადგან დინამოს არ უდებენ პენლებს, მსაჯი ებრძვის? ვერ უტევს და იმიტო არ უდებენ
რა მაფიაა?
16:03 11-07-2020
5

სიახლეები პოპულარული