ბართომეუმ "ბარსას" უნიკალურ მიღწევაზე ისაუბრა - ფანებმა შეურაცხყოფად მიიღეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ კატალონიელთა საჩემპიონო შანსების შეფასებისას "ბლაუგრანას" უნიკალური მიღწევა გაიხსენა.

"ლა ლიგაში ოქროს მედლების მოპოვების შანსი ყოველთვისაა, ჩვენი ბიჭები არასდროს ნებდებიან.

ყოველთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, რასაც აკეთებენ კიდეც ჩვენი ფეხბურთელები. საბრძოლო სული ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ მოვიგეთ. ეს ისტორიული მიღწევაა", - განაცხადა ბართომეუმ.

კლუბის პრეზიდენტის ეს განცხადება "ბარსელონას" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფად და დაცინვად მიიღეს. მათი განცხადებით, ეს მიღწევა ბართომეუს დამსახურება არაა და აჯობებს, პრეზიდენტმა ახლანდელ პრობლემებს მიხედოს.