მენდის საოცარი გოლი, რამოსის საუცხოო "სეივი" და "რეალს" ჩემპიონობამდე ნაბიჯიღა აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "გრანადას".

"სამეფო გუნდის" წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა გაცილებით საინტერესო და თვალსასეირო გამოვიდა.

სტუმრები უკვე მე-16 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს მატჩმა ინტრიგაც დაკარგა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიში შეამცირეს და ბოლოს ორჯერ ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მადრიდელები ჯერ კურტუამ, შემდეგ კი სერხიო რამოსმა იხსნა.

მოკლედ, "ბლანკოსმა" "ბარსელონა" ისევ 4 ქულით ჩამოიტოვა და 16 ივლისს "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "ოსასუნას" დაუხვდება.

ზიდანის გუნდს ოქროს მედლების მოსაპოვებლად დარჩენილ
2 ტურში 2 ქულა ჰყოფნის.

გრანადა - რეალი 1:2

გოლები: 0:1 მენდი (10), 0:2 ბენზემა (16), 1:2 მაჩისი (50)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო პენლები გააქვთ და თამაშიდან არაო წუწუნებდენენ ზოგიერთები... მერე დავწერე კიდეც, თუ არ შეააჩერებენ თამაშის წესების დარღვევით ფლანგის მცველებს, შევლენ საჯარიმოში და თამაშიდან გაიტანენთქო და ა ბატონო :):):):):)
sormona
14 ივლისი 2020 09:56
2
სორმონა/ რაც საჭირო იყო კარგად მოამარაგა მსაჯებმმა პენალტებით მსაჯვარრეალი და ეხლა უკვე ნამეტანი გამოვაო "ჩვენ ჩვენი საქმე გაგიკეთეთო" ხალხი ყველაფერს ვხედავთ.
ფული ბაბაია
14 ივლისი 2020 12:34
6
ეხლა რაღა აზრი აქვს თქვენს პენალტებს, აქამდე მოგიყვანათ მსაჯებმმა, ვარმა და პერესის ფულებმმა, არა ბიჭოს!
ფული ბაბაია
14 ივლისი 2020 09:31
22
ჯერი/ ნაღდი სუფთად მოგებულ ჩემპიონატს სულ სხვა ფასი აქვს, ვიდრე ასე მსაჯებით ნაჩუქარ ჩემპიონობას.
!!!!
14 ივლისი 2020 19:58
3
კი კაცო სულ თავისით იგებს არა? შეთქმულების თეორიის რა გითხრა მარა, ფულის და მსაჯების მოსყიდვის მაგარი თეორია, რომ არის რად უნდა ამას ბევრი ჭიჭინი. როგორც მანჩესტერ სიტიმ ჩააწყო ფულის ტომრებით დისკვალიფიკაციის მოხსნა და 10-ი მილიონი ჯარიმა დაადეს, მაგათი შეიხისთვის 10-მილიონი, ჩვენებურად 10-თეთრია. ისე, რომ ფეხბურთში მაგარი ფული ტრიალებს.
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ გაგიგია ჯერიკო? ასეა ბაბაია.
14 ივლისი 2020 17:11
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული