მენდის საოცარი გოლი, რამოსის საუცხოო "სეივი" და "რეალს" ჩემპიონობამდე ნაბიჯიღა აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "გრანადას".

"სამეფო გუნდის" წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა გაცილებით საინტერესო და თვალსასეირო გამოვიდა.

სტუმრები უკვე მე-16 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს მატჩმა ინტრიგაც დაკარგა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიში შეამცირეს და ბოლოს ორჯერ ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მადრიდელები ჯერ კურტუამ, შემდეგ კი სერხიო რამოსმა იხსნა.

მოკლედ, "ბლანკოსმა" "ბარსელონა" ისევ 4 ქულით ჩამოიტოვა და 16 ივლისს "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "ოსასუნას" დაუხვდება.

ზიდანის გუნდს ოქროს მედლების მოსაპოვებლად დარჩენილ
2 ტურში 2 ქულა ჰყოფნის.

გრანადა - რეალი 1:2

გოლები: 0:1 მენდი (10), 0:2 ბენზემა (16), 1:2 მაჩისი (50)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო პენლები გააქვთ და თამაშიდან არაო წუწუნებდენენ ზოგიერთები... მერე დავწერე კიდეც, თუ არ შეააჩერებენ თამაშის წესების დარღვევით ფლანგის მცველებს, შევლენ საჯარიმოში და თამაშიდან გაიტანენთქო და ა ბატონო :):):):):)
sormona
09:56 14-07-2020
2
ეხლა რაღა აზრი აქვს თქვენს პენალტებს, აქამდე მოგიყვანათ მსაჯებმმა, ვარმა და პერესის ფულებმმა, არა ბიჭოს!
ფული ბაბაია
09:31 14-07-2020
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული