სერხიო რამოსი: იმედია, ხუთშაბათს ჩემპიონობას ვიზეიმებთ

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში "გრანადას" დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა გააკეთა.

"სეზონის რესტარტის შემდეგ მიზნად ყველა მატჩის მოგება დავისახეთ. ამის გაკეთებას შევეცდებით. დღეს შეცდომა დავუშვით და ჩვენი მეკარე დავაღალატეთ. მესამე გოლის გატანის და ინტრიგის მოკვლის ნაცვლად მოვდუნდით და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ.

ეს დაუშვებელია, რადგან მეტოქემ შეიძლება ისარგებლოს. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მეორე კი - წავაგეთ.

გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი მეორე ტაიმის შემდეგ უსიამოვნების გრძნობა დაგვეუფლა. პრიმერას დონე ძალიან მაღალია, კონცენტრაციის მთელი მატჩის განმავლობაში შენარჩუნებაა აუცილებელი. იმედია, ხუთშაბათს
ჩემპიონობას ვიზეიმებთ", - განაცხადა სერხიო რამოსმა "მოვისტართან" ინტერვიუში.

16 ივლისს "რეალი" "ვილიარეალს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ტურით ადრე ჩემპიონი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ