"რეალი" ბეილის თავიდან მოსაშორებლად დიდ ზარალზეც მიდის

AutoSharing Option
ABC-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" უელსელი ფორვარდის, გარეთ ბეილის თავიდან მოსაშორებლად მზად არის, დიდი ზარალი მიიღოს და ფეხბურთელს ხელფასი სრულად დაუფაროს.

მადრიდელთა გადაწყვეტილებით, ისინი ბეილთან კონტრაქტს გაწყვეტენ და დარჩენილი 2 წლის ხელფასს მთლიანად გადაუხდიან, გარეთი კი თავისუფალი აგენტი გახდება.

უელსელსა და "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა დაძაბულია და უელსელი დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა სათადარიგოთა სკამიდანაც ახერხებს პუბლიკის გართობას - ხან სძინავს, ხან კი თვითნაკეთი ჭოგრიტიდან აკვირდება თამაშს.

მიმდინარე სეზონში უელსელმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი
გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "რეალში" კი ბეილი 2013 წლიდან თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში წამოიყვანეთ! ხელფასი უკვე აღებული ექნება და შესაძლოა სიმბოლურ თანხაზეც დაითანხმოთ. წარმომიდგენია ეს საოცრება თუ განხორციელდა ქართველი გულშემატკივრები ბილეთებს რამდენად მაღალ ფასში შეიძენენ...
გუჯა კახაძე
14 ივლისი 2020 16:45
8
უჰ წყვეტა იქნება
David
15 ივლისი 2020 02:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული