"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა საულ ნიგესმა კომენტარი თანაქალაქელი "რეალის" სავარაუდო ჩემპიონობაზე გააკეთა და ძალიან ღირსეულად ისაუბრა.

"თუ "რეალი" გახდება ჩემპიონი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდმა ეს დაიმსახურა. ისინი ძალიან კარგ დონეზე თამაშობენ. მათ სასარგებლოდ პენალტებს, თუნდაც VAR-ის საშუალებით, იმიტომ ნიშნავენ, რომ "ბლანკოსი" მოწინააღმდეგეზე მუდმივ ზეწოლას ახდენს.

ბუნებრივია, სეზონის ბოლოს ლა ლიგაში მესამე ადგილის დაკავება გვინდა. ეს მეოთხე ადგილზე გასვლაზე უკეთესია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

იმ გუნდით, რაც გვყავს, ეს ვალდებულება გვაქვს. მიმაჩნია, რომ "ატლეტიკომ" აუცილებლად უნდა
მოახერხოს ლიგაზე გასვლა", - განაცხადა საულმა.

ლა ლიგაში ჩატარებული 36 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" მესამე ადგილს იკავებს და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეოთხეადგილოსან "სევილიას".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბარსას ფანებო რეალმა ორივე თამაშში აჯობა თქვენ გუნდს.იქნებ თავი დაანებოთ იაფასიან ცრემლების ღვრას.
ვა რა დონეა
18 ივლისი 2020 10:21
0
ხალხნო, იცოდეთ, ეს odala რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია, პეტერბურგიდან წერს წერილებს. სულ ცდილობს ქართველები დაამციროს და რუსები განადიდოს. ამაში უხდიან ხელფასს.
გოჩა
15 ივლისი 2020 22:02
0
ისე კაპიტანი კოკეა :)
aaa
15 ივლისი 2020 20:47
0
თავს ნუ იმასხარავებთ მართლა .ეს 2 კლასელი ბავშვივით ლაპარაკს ჯობია კონკრეტულად რომელი პენალი არ იყო დასანიშნი ის თქვათ ,მაგრამ თქვენც იცით რომ არაა მანდ საკამათო არაფერი
გიო
15 ივლისი 2020 18:27
1
ნაჩუქარი პენალი? სხვა სპორტს ხო არ უყურებ ძმა? სასაცილოა მართლა აბა კარგად .))) სხვა სპორტს უყურე ჯობია
გიო
16 ივლისი 2020 20:34
0
ნაჩუქარი პენალტების ამორჩევა, ძალიან ძნელია, აბა რომელი ერთი გითხრა?
აბა?
16 ივლისი 2020 18:48
1
ყველა გამოხმაურება
ძაღლი, ძაღლის ტყავს დახევს?
გია
15 ივლისი 2020 17:50
8
ეგენი არიან რეალის სატელიტი გუნდები.
ddgfdf
15 ივლისი 2020 17:03
8
რატომ არ წერთ იმ სტატის სადაც წერია ვაარის გარეშე მისი გადაწყვეტილებების გარეშე ვის რამდენი ქულა ექნებოდა ლა ლიგაშიო და რეალი ისევ 4 ქულით უსწრებს ბარსელონას იმ ოთხი ქულით რაც ბარსელონასთან თამაშით მოიპოვა ამ სტატიას რატომ არ წერთ რომ სალაპარაკო აღარ ქონდეთ ბარსელონას ფანებს ასეთი დაბალი დონის ბარსელონა კაი ხანია არ მახსოვს მე......ბარსელონა აწი უკვე მეორე გუნდი იქნება პრიმერაში მომავალი წლების მანძილზე ან მესამე აგერ ნახავთ თუ არა...
აკაკი
15 ივლისი 2020 16:17
3
ეტყობა ამას, ატლეტიკოს სტილი ყველამ ვიცით. ზუსტად ორი პენალტით მიაღწია ფრეს ბარსელონასთან, სხვანაირი თამაში ამათ არ ესმით. ჯერ შეხედეთ ფოტოზე, კი მესია გვერდით მაგრამ ეს რას აკეთებს, ასე უნდა ფეხბურთის თამაში, მაინცდამაინც ყბაში უნდა ურტყა მეტოქეს. მაგარი ფეხბურთელია ხომ, აი ჩვენ რო შეგვხვდება სადმე ევროთასებზე და ასეთ რამეს გაგვიკითებს, მერე მაინტერესებს რას იტყვით.
giorgi
15 ივლისი 2020 15:00
2
რეალი როგორც ყოველთვის დამსახურებულად ხდება ჩემპიონი.
კონკრეტულად რომელი პენალტი არ უნდა დანიშნულიყო კაცისშვილი ვერ ამბობს. ფაქტებით ილაპარაკეთ მეგობრებო.
სუარესის და ბევრი ბარსელონელის სიმულიანტობებზე რომ აღარ იდება პენლები ბარსელონა ამაზეა აჯაგრული.
ლადო
15 ივლისი 2020 14:53
6
სამაგიეროდ თქვენზე ხომ ჯიგრულად იდება პენლები? ჰა ჰა ჰა
ვასკა
15 ივლისი 2020 16:53
9
საულ ნიგეს/// ნუ უძვრები პერეს ერთ ადგილას! პენალტები და მსაჯებით, რომ გახდები ჩემპიონი (სხვათაშორის ამაზე ლა ლიგის პრეზიდენტმაც მიანიშნა). შევარცხვინეთ ეგეთი ჩემპიონობაც. სევილიას ვუსურვებთ მესამე ადგილის დაკავებას.
goga
15 ივლისი 2020 13:56
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული