"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა საულ ნიგესმა კომენტარი თანაქალაქელი "რეალის" სავარაუდო ჩემპიონობაზე გააკეთა და ძალიან ღირსეულად ისაუბრა.

"თუ "რეალი" გახდება ჩემპიონი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდმა ეს დაიმსახურა. ისინი ძალიან კარგ დონეზე თამაშობენ. მათ სასარგებლოდ პენალტებს, თუნდაც VAR-ის საშუალებით, იმიტომ ნიშნავენ, რომ "ბლანკოსი" მოწინააღმდეგეზე მუდმივ ზეწოლას ახდენს.

ბუნებრივია, სეზონის ბოლოს ლა ლიგაში მესამე ადგილის დაკავება გვინდა. ეს მეოთხე ადგილზე გასვლაზე უკეთესია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

იმ გუნდით, რაც გვყავს, ეს ვალდებულება გვაქვს. მიმაჩნია, რომ "ატლეტიკომ" აუცილებლად უნდა
მოახერხოს ლიგაზე გასვლა", - განაცხადა საულმა.

ლა ლიგაში ჩატარებული 36 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" მესამე ადგილს იკავებს და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეოთხეადგილოსან "სევილიას".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბარსას ფანებო რეალმა ორივე თამაშში აჯობა თქვენ გუნდს.იქნებ თავი დაანებოთ იაფასიან ცრემლების ღვრას.
ვა რა დონეა
10:21 18-07-2020
0
ხალხნო, იცოდეთ, ეს odala რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია, პეტერბურგიდან წერს წერილებს. სულ ცდილობს ქართველები დაამციროს და რუსები განადიდოს. ამაში უხდიან ხელფასს.
გოჩა
22:02 15-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული