ზიდანი: არავითარი ორი ფრე, მხოლოდ გამარჯვება

AutoSharing Option
ლა ლიგის მოსაგებად "რეალს" დარჩენილ 2 მატჩში 2 ქულა ჰყოფნის, თუმცა გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამბობს, რომ "ვილიარეალი" უნდა დაამარცხონ და ოქროს მედლები ვადამდე  მოიპოვონ.

"აზარი წესრიგშია, არაფერი სტკივა, ხვალ ჩვენთან იქნება.

ორ ფრეზე თანახმა არა ვარ, ჩვენ "ვილიარეალთან" მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ეს ჩვენი მოტივაციაა. გუნდი გავა და სიკვდილამდე იბრძოლებს", - განუცხადა ზიდანმა As-ს.

რაც შეეხება "ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენს, ჯიუტად ამტკიცებს, რომ მათთვის ჯერ არაფერია დაკარგული.

16 ივლისს "რეალი" "ვილიარეალს", "ბარსელონა" კი "ოსასუნას" უმასპინძლებს.