სეტიენი: ისევ "ბარსელონას" მწვრთნელი ვიქნები - ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეიძლება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ბარსელონას" მწვრთნელი ვიქნები. რაც ახლა ხდება, ადრეც ხდებოდა. ხანდახან მიზანს ვერ მიაღწევ, რეალობა ასეთია. ან მიაღწევ და შენი გაწეული სამუშაო უნდა შეაფასონ.

საქმე მხოლოდ შედეგში როდია, არამედ იმაში, აღიქმება თუ არა შესრულებული სამუშაო დადებითად. მე ამას სწორედ ასე ვხედავ და მინდა ეს ობიექტურად შეფასდეს. ამ სეზონში კიდევ ბევრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ მომავალ სეზონში მუშაობის გაგრძელებაზე ვფიქრობ", - გაუმხილა სეტიენმა კატალონიურ "სპორტს".

ასევე დაგაინტერესებთ