ზიდანი: ჩემპიონთა ლიგაზე უფრო პრიმერას მოგებამ გამახარა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ძლევისა (2:1) და ესპანეთის ჩემპიონატის 34-ედ მოგების შემდეგ სიხარული "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ვერ დამალა.

"ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა, რადგან რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს, შთამბეჭდავია. ემოციების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. წარმატების შემოქმედნი ფეხბურთელები არიან, თუმცა ამაში ჩემი წვლილიცაა. ეს შესანიშნავი გუნდია და როდესაც მათ ბედნიერებს ვხედავ, მეც ძალიან ვხარობ.

ჩვენ საუკეთესონი ვიყავით, ვინაიდან ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ. მორჩა. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. უცნაური ზეიმი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფანები სახლებშიც ბედნიერები იქნებიან.

ჩემპიონთა ლიგა - ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ პრიმერას
მოგებამ უფრო გამახარა", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად ძლიერი სპეციალისტი ხარ და ღირსეულად მოიგე ჩემპიონატი.მაგრამ დაცვითი სტილით თამაშობ.დაცვითი სტილით მოიგე ლიგებიც.ბარსა დაცვიდან არასდროს ითამაშებს,არ იკადრებს უბრალოდ.რეალმა კი რომ ვერაფერი მოუხერხა ბარსას ჰეგემონიას და შემტევ თამაშში ვერ აყვა წლების განმავლობაში,ამიტომაც გადავიდნენ დაცვით სტილზე.აბა კაზემიროს რეალში ვინ გააჩერებდა პერესის პირველი პრეზიდენტობისას.
master
16:44 17-07-2020
7
"გილოცავთ მსაჯვარპენალტ რეალს"
ჰა ჰა ჰა ჰა
12:15 17-07-2020
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული