ზიდანი: ჩემპიონთა ლიგაზე უფრო პრიმერას მოგებამ გამახარა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ძლევისა (2:1) და ესპანეთის ჩემპიონატის 34-ედ მოგების შემდეგ სიხარული "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ვერ დამალა.

"ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა, რადგან რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს, შთამბეჭდავია. ემოციების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. წარმატების შემოქმედნი ფეხბურთელები არიან, თუმცა ამაში ჩემი წვლილიცაა. ეს შესანიშნავი გუნდია და როდესაც მათ ბედნიერებს ვხედავ, მეც ძალიან ვხარობ.

ჩვენ საუკეთესონი ვიყავით, ვინაიდან ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ. მორჩა. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. უცნაური ზეიმი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფანები სახლებშიც ბედნიერები იქნებიან.

ჩემპიონთა ლიგა - ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ პრიმერას
მოგებამ უფრო გამახარა", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".