"ბარსას" კოუტინიოს "არსენალის" ნახევარმცველში გაცვლა სურს

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიოს "არსენალის" ფეხბურთელ მეტეო გენდუზიში გაცვლა სურს.

კატალონიურ გრანდში კოუტინიოსაგან საბოლოოდ გათავისუფლება გადაწვიტეს და თუ ჯერ კიდევ ერთი იჯარით გაშვებას აპირებდნენ, უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდათ და მზად არიან ბრაზილიელი 21 წლის ფრანგ ნახევარმცველში გაცვალონ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს, მას შემდეგ რაც "ლორიენიდან" 2018 წელს "არსენალში" გადავიდა, საგრძნობი პროგრესი აქვს, ახალ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან ურთიერთობის დალაგება არ გამოუვიდა. ამას გარდა, ლონდონურ კლუბს შეკითხვები გენდუზის დისციპლინასთანაც აქვს.

ფელიპე კოუტინიოს კი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2023
წლამდე აქვს გაფორმებული. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი 2013-2018 წლებში ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულის" მაისურით თამაშობდა.