ტერ შტეგენი საოპერაციოა, "ბარსელონა" კი კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 28 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეიძლება ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს და კლუბი კონტრაქტს გაუგრძელებს.

AS-ის ცნობით, ტერ შტეგენს მუხლის პრობლემა აქვს, რის გამოც ზამთარში რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია, მას შემდეგ მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ ფეხი ისევ სტკივა, არაა გამორიცხული, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს და ასეთ შემთხვევაში 3-4 თვე გაუცდება.

"მუნდო დეპორტივო" კი იტყობინება, რომ გერმანელმა გოლკიპერმა კლუბთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ტერ შტეგენმა 44 მატჩში
41 გოლი გაუშვა და 17 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, კონტრაქტი კი "ბარსასთან" 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ჩელსია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული