"ბარსელონას" 28 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეიძლება ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს და კლუბი კონტრაქტს გაუგრძელებს.
AS-ის ცნობით, ტერ შტეგენს მუხლის პრობლემა აქვს, რის გამოც ზამთარში რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია, მას შემდეგ მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ ფეხი ისევ სტკივა, არაა გამორიცხული, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს და ასეთ შემთხვევაში 3-4 თვე გაუცდება.
"მუნდო დეპორტივო" კი იტყობინება, რომ გერმანელმა გოლკიპერმა კლუბთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ჩელსია" დაინტერესებული.