მესი XXI საუკუნეში გაცუდებული პენალტების ლიდერია

AutoSharing Option
Transfermarkt-მა შეადგინა XII საუკუნეში არარეალიზებული პენალტების სტატისტიკა.

ყველაზე მეტი გაცუდებული პენალტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში ლიონელ მესის ანგარიშზეა. მან 22 11-მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო.

მეორე და მესამე ადგილებს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და "რომას" ყოფილი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი ინაწილებენ. მათი 18 პენალტი ვერ გაიტანეს.

გთავაზობთ რეიტინგის ათეულს:

1. ლიონელ მესი, "ბარსელონა", 22 გაცუდებული პენალტი
2-3. კრიშტიანო რონალდო, "იუვენტუსი", 18
2-3. ფრანჩესკო ტოტი, ექს "რომა", 18
4. ანტონიო დი ნატალე, ექს "უდინეზე", 14
5. ედისონ კავანი, პსჟ, 13
6-7. უეინ რუნი, "დერბი ქაუნთი", 12
6-7. სერხიო აგუერო,
"მანჩესტერ სიტი", 12
8-10. რონალდინიო, ექს "ბარსელონა", 10
8-10. რუდ ვან ნისტელროი, ექს "მანჩესტერი", 10
8-10. არიც ადურისი, ექს "ატლეტიკი", 10


ასევე დაგაინტერესებთ