"ბარსელონა" ვილიანის უფასოდ ხელში ჩაგდებას ცდილობს

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო მძიმე ფინანსურ ვითარებაში მყოფ "ბარსელონას" ფეხბურთელთა შესაძენად ფული არა აქვს და "ჩელსის" ნახევარმცველ ვილიანის ტრანსფერზე მუშაობს, რომელსაც მალე თავის კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

Sky Sports-ის ცნობით, "ბარსა" ბრაზილიელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და თავიანთ გუნდში გადასვლა შესთავაზა.

ვილიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი სამსახურით აგრეთვე "ინტერი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესღა გვაკლდა. მოიყვანეთ პერსპექტიული ახალგაზრდობა, რომ ბარსას ვარსკვლავებთან და მესისთან ერთად გაიარონ პრაქტიკა და დაიმკვიდრნონ ადგილი ბარსაში. ვაა ამ ბართომეუს თავში ჩამახედა(ან რა უნდა დავინახო) ესეთები, რომ შემოყავს გუნდში.
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული