ბეილმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

Mirror-ის ცნობით, ამის შესახებ ბეილმა უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რაიან გიგზს აცნობა.

შეგახსენებთ, 31 წლის ბეილი "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

ადრე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეილსა და "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტიპს ისეთი უმნიშვნელოვანესი ბურთები აქვს გატანილი რეალისთვის,აწი რომ აღარაფერი გააკეთოს სრულად აქვს თავისი ხელფასი დამსახურებული
დავითი
03 აგვისტო 2020 14:38
3
ტიპს თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.აგდებენ და არ მიდის.ჭამს ბოლომდე შესაჭმელს.ამისნაირად პერესი მგონი არავის მოუწველია.ახია რეალზე.
master
01 აგვისტო 2020 17:33
2
რატომს აქვს თავმოყვარეობა დაკარგული ? აგდებენ რა ვიღაც რიგითი ფეხბურთელია ? ბოლო სამი ლიგის მოგებიდან , მსაჯების შემდეგ ლომის წილი ეკუთვნის და ვიღაც არაარაობასავით უნდა მოიშორონ ? ზუსტადაც უნდა წველოსდა წველოს რეალი , თან ნერვებიც უშალოს ! მარადონას სულ კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელებთან , მაგრამ მაშინდელი ნაპოლის მწვრთნელმა თქვა - არ მაინტერესებს და არც ვეკონტაქტები მას , სანამ მოედანზე თავის საქმეს დიდებულად აკეთებს და თუ იქ პრობლემებს შექმის , შემდეგ ჩავერევიო ! რეალის რომელი თავდამსხმელი სჯობია ამას ?!
კახაბერი
05 აგვისტო 2020 09:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული