"ესპანიოლი" პრიმერაში დატოვებას ითხოვს

AutoSharing Option
"ესპანიოლმა" თავის საიტზე განცხადება გააკეთა და ლა ლიგაში დატოვება ითხოვა:

"ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიქმნა სეზონის განახლების შემდეგ და იმ გარემოებათა გამო, რომლებიც უკანასკნელ დღეებში მოხდა, რამდენიმე კლუბი აღშფოთდა უსამართლო გადაწყვეტილების გამო.

"ესპანიოლი" პრიმერას მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირიდან გუნდების გავარდნის გაუქმებას ითხოვს, როგორც ეს მოხდა სამეფო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებზე.

სტადიონებზე გულშემატკივართა არყოფნამ ყველა კლუბს ზიანი მიაყენა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს გარემოება კიდევ უფრო შესამჩნევი იყო, რამეთუ პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისთვის 5 პირდაპირ კონკურენტს ვეთამაშეთ".

"ესპანიოლმა" დასრულებულ ესპანეთის ჩემპიონატზე 38 მატჩში
25 ქულით უკანასკნელი, მე-20 ადგილი დაიკავა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ