მესი კასილასს: შენ წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, შენი დამსახურებაა, რომ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ იკერ კასილასის კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა.

"იკერი დღეს კარიერას ასრულებს, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში დიდი ხნის წინ შევიდა. არა იმიტომ, რომ ის ლა ლიგის ეტალონი იყო, არამედ საერთაშორისო დონეზე მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა."

შემდეგ ლეომ თვითონ კასილასს მიმართა:

"დაუჯერებელი მეკარე ხარ. სიმართლე ისაა, რომ მიჭირდა შენ წინააღმდეგ თამაში.

მაგრამ ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს იყო ბრწყინვალე მეტოქეობა, რომელიც ყოველ ჯერზე განვითარებაში გვეხმარებოდა, როცა მოედანზე ერთმანეთის პირისპირ გავდიოდით."

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესიმ კასილასის წინააღმდეგ თამაში მიჭირდაო არადა რაც რეკორდი აქვს გატანილი გოლებით რეალის წინააღმდეგ სულ კასილასს გაუტანა. კასილასის წასვლის შემდეგ, ანუ 2015 წლიდან დღევანდელის ჩათვლით მხოლოდ 4 გოლი გაუტანა რეალს.
გიორგი
06 აგვისტო 2020 10:37
1
ისე ფეხბურთში არიან გამონაკლისი ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქის გულშემატკივრებშიც პატივისცემას იმსახურებენ ასეთებია: რაული, იკერი, ინიესტა, ჩავი, ბუფონი. დანარჩენები შემახსენეთ კიდევ ვინ დავამატოთ.
ბარსა
05 აგვისტო 2020 20:01
3
თემო 100%-ანი გეთანხმები. პუიოლი, რომ უძლიერესი მცველი იყო რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. უბრალოდ მე ჩამოვთვალე ისეთი ფეხბურთელები რომლებიც "დაუძინებელ მტრის" ფანებშიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებდნენ. მაგ-თვის: რეალთან ინიესტას როცა ცვლიდნენ ყოველთვის ტაშით აცილებდნენ. აი ასეთ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.
ბარსა
06 აგვისტო 2020 11:36
0
პუიოლი
თემო
06 აგვისტო 2020 00:00
0
ყველა გამოხმაურება
ღირსეული კაცის სიტყვებია.
status quo
05 აგვისტო 2020 19:18
0
რონალდოს რომ ჯობია ალრათ ის დაუსჰავა
ushangi
05 აგვისტო 2020 19:14
4
მართლა ყველაფერი მოიგო და თან ისე,რო მთავარი ფიგურა, ლიდერი იყო რეალში და ნაკრებშიც.
გოგა
05 აგვისტო 2020 18:41
0
ეეჰ ლეო მესიც, რომ დაამთავრებს კარიერას, აი მაშინ კი ნაღდად ვიგრძნობთ, რომ ფეხბურთს, რაღაც ხიბლი დაეკარგება.
ვახო
05 აგვისტო 2020 18:20
2
მესი არ მიყვარს მაგრამ,ეს იყო დიდი ფეხბურთელის უმაგრესი საქციელი.ამჯერად, მესი ნაღდად იმსახურებს შექებას როგორც ადამიანი.ბრავო!
კარგით რა
05 აგვისტო 2020 15:32
1
მესის,რომ არ დააკლდება ეგ ყველამ იცის და ვითომ,რომ გამოხტებით ეს "ბრძენი" ხალხი აი მაგას ვერ ვიტან.რაც შეეხება მესი რატომ უნდა მძულდეს?არ მძულს უბრალოდ არ მევასება იმიტომ,რომ რეალის ფანი ვარ.პიროვნებას არ ვიცნობ პირადად და როგორ უნდა მძულდეს?
კარგით რა
05 აგვისტო 2020 22:04
2
ბევრს ვერაფერს დაკარგავს მესი , შენ თუ არ გიყვარს !)))
კახა
05 აგვისტო 2020 20:07
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული