არც ძირითადში თამაში მინდა და არც ისე თამაში, უბრალოდ ხელფასი მიხადეთ - ბეილმა ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, გარეთ ბეილის ირგვლივ არსებული სიტუაცია კვლავ ბუნდოვანია.

The Times-ის ინფორმაციით, 31 წლის უელსელი დარწმუნებულია, რომ "რეალში" სანამ ზიდანია მთავარი მწვრთნელი, ის ნამდვილად აღარ ითამაშებს. ამასთან ერთად, გარეთი არ აპირებს სხვა გუნდის ძებნას, ვინაიდან ასეთ ხელფასს, როგორც მადრიდში იღებს, სხვა კლუბი ვერ გადაუხდის.

გუშინ, 5 აგვისტოს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და როგორც მიხვდით, ბეილი იქ არ ყოფილა. არადა, უელსელს არც ტრავმა აქვს და გუნდთანაც ჩვეულებრივად ვარჯიშობს.

მიმდინარე სეზონში ბეილმა "რეალის" შემადგენლობაში 16 მატჩი
გამართა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.