"ბარსელონამ" მაია 4.5 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"სან-პაულუს" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი გუსტავო მაია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"ბარსამ" თავის საიტზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მაიას ტრანსფერი 4.5 მილიონი ევრო დაუჯდა და ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

19 წლის მაიას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 300 მილიონი იქნება. მას "სან-პაულუს" ძირითად გუნდში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა კლუბმა "სან-პაულოს" ადრე 1 მილიონი გადაუხადა, ახლა კი 3.5 მილიონი გადაურიცხა.

ასევე დაგაინტერესებთ