"ბარსელონას" ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონაში" კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე აღნიშნულია, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა. მასთან კონტაქტის მქონე ადამიანები სამედიცინო დათვალიერებას გაივლიან.

მოგვიანებით, პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს დანარჩენ წევრებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. "ბარსელონა" ამჟამად ლისაბონში იმყოფება.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.