Esporte Interativo: მესი "ბარსელონადან" მიდის

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდის დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა, - იტყობინება Esporte Interativo-ს ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი.

ადრე ანალოგიური ინფორმაცია რადიოსადგურმა COPE-მ გაავრცელა. მესი კლუბის ხელმძღვანელობის უმოქმედობით უკმაყოფილოა და 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სერიოზული ცვლილებები მოხდება.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესის გადაბირებას "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ.

ცნობისათვის, ბერხერი ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს და სწორედ მან გაავრცელა პირველმა ინფორმაცია ნეიმარის პსჟ-ში გა
დასვლის შესახებ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: никогда не говори-никогда!
14
"ერთჯერად ვაი ქომაგებს" მიმვართავთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება რასაც ვერ წარმოიდგენ, მაგრამ რას ვიზამთ ესეა, მაგრამ იმ ფეხბურთელებს დახვდეთ რომლებმაც ბარსაში ეპოქა შექმნეს და უსირცხვილოები უძახოთ, ამის მერე "ერთჯერადები" ხართ აბა რა ხართ! რამდენი ფეხბურთის სპექტაკლები და დიდებული ზეიმები გვაჩუქეს ამ ვარსკვლავებმმა, აღარ ვიძახი ლეო მესიზე! ეს ყველაფერი ერთ წამში დაგავიწყდათ? თქვენ როგორ გგონიათ ჩვენზე არ იმოქმედა ამ ყველაფერმა, მაგრამ ენა არ მოგვიბრუნდება და უსირცხვილოები ვეძახოთ ამ ფეხბურთელებს, რომლებმმაც შეგვაყვარეს ფეხბურთი და ბარსა. ანდა როგორ უნდა ვთქვა ლუის სუარესზე, სერხიო ბუსკეცზე, პიკეზე, ალბაზე, რომ დატოვონ გუნდი არასდროს! ამ ფეხბურთელებს ვინც ყველაფერი გაიღო ბარსასთვის დამსახურებულად ეკუთვნით ღირსეული გაცილება ბარსადან, როცა ეს დრო დადგება! ეხლა ცხელ გულზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება იქნება კატასტროფის მიღების ტოლფასი. პირველ რიგში ბართომეუ კარისკენ უკან მოუხედავად და ხავის მოყვანა. ვითომ გულშემატკივრებს კი მოვუწოდებთ შეეშვან ბარსას ვითომ ქომაგობას, რადგანაც ნამდვილი ქომააგობას და "ერთჯერად" ვითომ ქომაგობაში რომელიც მარტო გინებაზე და ლანძღვაზეა აგებული, არაფერი აქვთ საერთო.
გია1
11:41 17-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული