"ბარსელონამ" ლეგენდარული ფორვარდი დააბრუნა და ის მწვრთნელი იქნება

AutoSharing Option
"ჰელსინგბორგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და "ბარსელონას" ექსფორვარდი ჰენრიკ ლარსონი კატალონიური გუნდის ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემოთავაზებას დათანხმდა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

AS-ის ცნობით, ლარსონი "ბარსას" ფორვარდების მწვრთნელი იქნება.

ასევე, "ბლაუგრანას" სამწვრთნელო შტაბში ალფრედ შროიდერი იმუშავებს, რომელიც ივნისში "ჰოფენჰაიმიდან" გაათავისუფლეს.