ლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" ექსნახევარმცველმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ლიონელ მესის "ბლანკოსის" რიგებში გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.

"შეიძლება მესი ჩემ მსგავსად "ბარსადან" "რეალში" გადავიდეს? მიმდინარე წელს, ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის მესის კონტრაქტში აღნიშნულ გამოსასყიდ თანხას. რეალურად, ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე თითქმის არაფერი ხდება.

მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი საფეხბურთო ორგანიზაციას გაუჭირდება მესის გამოსყიდვა, ეს თითქმის შეუძლებელია.

ხოლო რაც შეეხება მის "რეალში" გადასვლას, ვფიქრობ, რომ 20 წლის წინ მომხდარი ამბავი არ გამეორდება,"- განაცხადა ფიგუმ.

ლუიშ ფიგუ 2000 წელს კატალონიური გრანდიდან მადრიდულში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის დროს ფიგუ "ბარსელონას" კაპიტანი იყო.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კორექტულობა აქ აღარ ჭრის უკვე ლაბავოი უნდა ატაკო და უთხრა რომ ფინტებს კარგათ აკეთებს სირბილით კარგად დარბის მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უცებ პენსიონერი ხდება და ვერ ლიდერობს ასე უფრო გაიგებენ მესისტები ახლა არ იძახით არაა მასეო ამას მთელი არგენტინა აღიარებს და აქაური მესისტები ვერ აღიარებთ
Sasacilo
24 აგვისტო 2020 08:02
6
გეთანხმები,მესი როგორ არ უნდა აღიარო!
ზაუ
23 აგვისტო 2020 23:45
3
არის მესის რეალში ხილვის შანსი?

ფიგუ: არა ის ვერასოდეს იქნება ისეთი ღორი როგორიც მე ვარ!
თფუი
23 აგვისტო 2020 15:59
6
მიკვირს იმ ადამიანების ფეხბურთის გულშემატკივრობაზე დებენ თავს და მესიზე შეუძლით თქვა არ მევასებაო. მესი თუ არ გევასება შე კაი კაცო, ან რონალდო, ან მარადონა, ან პელე პირობითად, აბა “სვარკა” ჰადსონ-ოდოის ან ტამი აბრაამის გამო უყურებთ ფეხბურთს, გამაგებინეთ? :)

მესი, რონალდო, რონალდონიო, ფენომენი რონალდო... ესენი იმ დონის მოთამაშეები არიან, ამათი არ მოწონება არანაირ ლოგოკას რომ არ ექვემდებარება თუ ფეზბურთის გულშემატკივარი ხარ. აზრი არ აქვს ვისი ფანი ხარ, დიდი ფეხბურთელი არის დიდი ფეხბურთელი...
კარგით რა-ს
23 აგვისტო 2020 15:49
2
სად გიწერია რატომ არ გევასება? მხოლოდ ის გიწერია არ მევასებაო. გადამწყვეტ მომენტებში ვერ თამაშობსო და მსგავსი არაფერი გიწერია და ჩვენ კი არ დაგვესიზმრება

ისე მთვრალის და წერა-კითხვის რა გითხრა და უტაქტო კი ხარ და კორექტული ურთიერთობა აშკარად შენი ძლიერი მხარე არ არის
კარგით რა-ს
24 აგვისტო 2020 02:43
0
მთვრალი ხარ თუ კითხვა არ იცი.მემგონი გასაგებად ვხსნი რატომ არ მევასება, იმიტომ რომ გადამწყვეტ მომენტებში ვერ თამაშობს.რა ვერ გაიგეთ ამ მესისტებმა ადამიანი რას ამბობს.მე ვთვლი,რომ ზიდანის და კრიშტიანუს დონი ფეხბურთი ჯერ არავის უთამაშია.ასე მიმაჩნია ამიტომ, კითხვა ისწავლეთ სანამ დაწერთ რამეს.
კარგით რა
23 აგვისტო 2020 20:48
6
ბარსას თუ უნდა რომ ახალი გუნდი ააშენოს, მესი უნდა გაყიდოს.
giorgi
23 აგვისტო 2020 13:59
3
ამ სულელურ ჭორებს არავინ მიაქციოთ ყურადღება..არსად წამსვლელი არ არის ეს კაცი.დარჩეს ბარსაში.ასე მოუხდებოდა მის კარიერას.ერთგულებას დაუმტკიცებს არა ბართომეუს, არამედ მის კლუბს რომლის თილისმაცაა.არ მევასება მარა მინდა,რომ ცოტა ხანს ამან და რონიმ ითამაშონ კიდე.
კარგით რა
23 აგვისტო 2020 12:27
6
რო წავიდეს მერე რა გეშველებათ არა, შენ და ამაშიებს? გეგმაში აღარ გეყოლებათ მესი. რაღა გვეშველება შენ თუ არ გევასება ლეო მესი.
???
23 აგვისტო 2020 14:26
4

სიახლეები პოპულარული