ლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" ექსნახევარმცველმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ლიონელ მესის "ბლანკოსის" რიგებში გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.

"შეიძლება მესი ჩემ მსგავსად "ბარსადან" "რეალში" გადავიდეს? მიმდინარე წელს, ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის მესის კონტრაქტში აღნიშნულ გამოსასყიდ თანხას. რეალურად, ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე თითქმის არაფერი ხდება.

მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი საფეხბურთო ორგანიზაციას გაუჭირდება მესის გამოსყიდვა, ეს თითქმის შეუძლებელია.

ხოლო რაც შეეხება მის "რეალში" გადასვლას, ვფიქრობ, რომ 20 წლის წინ მომხდარი ამბავი არ გამეორდება,"- განაცხადა ფიგუმ.

ლუიშ ფიგუ 2000 წელს კატალონიური გრანდიდან მადრიდულში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის დროს ფიგუ "ბარსელონას" კაპიტანი იყო.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიკვირს იმ ადამიანების ფეხბურთის გულშემატკივრობაზე დებენ თავს და მესიზე შეუძლით თქვა არ მევასებაო. მესი თუ არ გევასება შე კაი კაცო, ან რონალდო, ან მარადონა, ან პელე პირობითად, აბა “სვარკა” ჰადსონ-ოდოის ან ტამი აბრაამის გამო უყურებთ ფეხბურთს, გამაგებინეთ? :)

მესი, რონალდო, რონალდონიო, ფენომენი რონალდო... ესენი იმ დონის მოთამაშეები არიან, ამათი არ მოწონება არანაირ ლოგოკას რომ არ ექვემდებარება თუ ფეზბურთის გულშემატკივარი ხარ. აზრი არ აქვს ვისი ფანი ხარ, დიდი ფეხბურთელი არის დიდი ფეხბურთელი...
კარგით რა-ს
15:49 23-08-2020
2
ამ სულელურ ჭორებს არავინ მიაქციოთ ყურადღება..არსად წამსვლელი არ არის ეს კაცი.დარჩეს ბარსაში.ასე მოუხდებოდა მის კარიერას.ერთგულებას დაუმტკიცებს არა ბართომეუს, არამედ მის კლუბს რომლის თილისმაცაა.არ მევასება მარა მინდა,რომ ცოტა ხანს ამან და რონიმ ითამაშონ კიდე.
კარგით რა
12:27 23-08-2020
6

სიახლეები პოპულარული