ლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" ექსნახევარმცველმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ლიონელ მესის "ბლანკოსის" რიგებში გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.

"შეიძლება მესი ჩემ მსგავსად "ბარსადან" "რეალში" გადავიდეს? მიმდინარე წელს, ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის მესის კონტრაქტში აღნიშნულ გამოსასყიდ თანხას. რეალურად, ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე თითქმის არაფერი ხდება.

მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი საფეხბურთო ორგანიზაციას გაუჭირდება მესის გამოსყიდვა, ეს თითქმის შეუძლებელია.

ხოლო რაც შეეხება მის "რეალში" გადასვლას, ვფიქრობ, რომ 20 წლის წინ მომხდარი ამბავი არ გამეორდება,"- განაცხადა ფიგუმ.

ლუიშ ფიგუ 2000 წელს კატალონიური გრანდიდან მადრიდულში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის დროს ფიგუ "ბარსელონას" კაპიტანი იყო.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კორექტულობა აქ აღარ ჭრის უკვე ლაბავოი უნდა ატაკო და უთხრა რომ ფინტებს კარგათ აკეთებს სირბილით კარგად დარბის მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უცებ პენსიონერი ხდება და ვერ ლიდერობს ასე უფრო გაიგებენ მესისტები ახლა არ იძახით არაა მასეო ამას მთელი არგენტინა აღიარებს და აქაური მესისტები ვერ აღიარებთ
Sasacilo
08:02 24-08-2020
6
გეთანხმები,მესი როგორ არ უნდა აღიარო!
ზაუ
23:45 23-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული