ლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" ექსნახევარმცველმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ლიონელ მესის "ბლანკოსის" რიგებში გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.

"შეიძლება მესი ჩემ მსგავსად "ბარსადან" "რეალში" გადავიდეს? მიმდინარე წელს, ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის მესის კონტრაქტში აღნიშნულ გამოსასყიდ თანხას. რეალურად, ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე თითქმის არაფერი ხდება.

მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი საფეხბურთო ორგანიზაციას გაუჭირდება მესის გამოსყიდვა, ეს თითქმის შეუძლებელია.

ხოლო რაც შეეხება მის "რეალში" გადასვლას, ვფიქრობ, რომ 20 წლის წინ მომხდარი ამბავი არ გამეორდება,"- განაცხადა ფიგუმ.

ლუიშ ფიგუ 2000 წელს კატალონიური გრანდიდან მადრიდულში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის დროს ფიგუ "ბარსელონას" კაპიტანი იყო.

მომზადებულია AS-ის მიხედვით