მადრიდის "რეალის" ლეგენდამ და კლუბის ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულ გონსალეს ბლანკომ უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში გასვლის შედმეგ კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი ვარ, თუმცა ეს გრძნობა სრულყოფილი არაა. "რეალში" მხოლოდ ერთი რამ გვაბედნიერებს და ეს გამარჯვებაა.
პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, ძალიან კარგად დავიწყეთ. მეორეში კი შემოგვიტიეს და ჩვენც დაცვაზე გადავერთეთ. ბიჭებისთვის რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა ასეა, ტიტულებს ადვილად ვერ მოიგებ.
ზედიზედ მე-4 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. იმედია, ჩვენი ფიზიოთერაპევტებისა და ექიმების წყალობით თამაშს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ,"- განაცხადა რაულმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით