ლუის სუარესი შეიძლება "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის სიტუაციას აკვირდება.

თუ "ბარსა" სუარესს კონტრაქტს გაუწყვეტს, "ატლეტიკო" მის გადაბირებას შეეცდება, - იტყობინება AS-ი.

სუარესის სამსახურით "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონეა დაინტერესებული, მაგრამ მადრიდულ კლუბს მისი შესაძენი ფული არა აქვს.

"ბარსელონა" მზადაა ურუგვაელ ფორვარდს ხელშეკრულება გაუწყვიტოს, მაგრამ თავად ფეხბურთელი კომპენსაციის სახით 25 მილიონ ევროს ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ