"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე "ბეტისში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე კლაუდიო ბრავო კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს, - იტყობინება სევილიური კლუბი თავისი საიტით.

37 წლის ჩილელს "ბეტისმა" 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

"ქალაქელებში" ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, გასულ სეზონში პრემიერლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავისუფალი აგენტი გახდა.