ივან რაკიტიჩი "სევილიაში" მედშემოწმებას გადის

AutoSharing Option
"სევილიამ" "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩთან შეთანხმებას მიაღწია, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

ხორვატმა "ბარსას" ხელმძღვანელობას თავად სთხოვა გუნდიდან გაშვება, "სევილიაში" მედშემოწმებას გადის და კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.

რაკიტიჩი "სევილიაში" 2011-14 წლებში თამაშობდა, იქამდე "შალკესა" და "ბაზელის" ღირსებას იცავდა, "ბარსელონასთან" ხელშეკრულება კი გაისად უმთავრდება.

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სევილიაში" გადასვლის გამო ივანი ხელფასის განახევრებაზეა თანახმა.