ამისათვის "კვერცხებია" საჭირო - კროოსი მესის "რეალში" გადასვლაზე

AutoSharing Option
ნახევარმცველი ტონი კროოსი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "რეალში" არ გადავა.

"არა მგონია, რომ მე ასეთ რამეს შევძლებდი. თუ ესპანურად გამოვთქვამ, ამისათვის "კვერცხებია" საჭირო. საფეხბურთო სამყაროში ვერავინ წარმოიდგენს "ბარსელონას" მესის გარეშე.

ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ პეპთან "სიტიში" გადაბარგდება. მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ასეთი დონის ფეხბურთელი არ ითამაშებს მეტოქე გუნდში, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჩვენ ამას ცუდ მოვლენად არ მივიჩნევთ.

მესის წასვლა იმას მოასწავებს, რომ "ბარსელონა" მკვლელობის მიმყენებელ იარაღს დაკარგავს".