მესი ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს - სუარესი და ვიდალი ცალკე ვარჯიშობენ

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონაში" დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა, ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს, ხოლო იქამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს, - იტყობინება "მარკა".

ნახევარმცველი არტურო ვიდალი და ფორვარდი ლუის სუარესი კი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ. მათი "ბარსელონადან" გაშვება ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გადაწყვიტა.

ვიდალი "ინტერთან", სუარესი კი "იუვენტუსთან" აწარმოებს მილაპარაკებას.