პირველი უთანხმოება კუმანსა და "ბარსელონას" შორის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის პირველი უთანხმოება გაჩაღდა, რისი მიზეზიც ორ ფეხბურთელზე არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. 

"ბლაუგრანას" მენეჯმენტს კლუბში გუნდისვე აღზრდილი ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნის" დატოვების სურვილი გამოთქვა. 

ნიდერლანდელ სპეციალისტს კი "ბარსელონაში" თანამემამულის, "ლივერპულის" ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმის ხილვა უნდა, რომელსაც ეროვნული ნაკრებიდან კარგად იცნობს. 

ესპანური წყაროები ამტკიცებენ, რომ ხელმძღვანელობა მწვრთნელზე ზეწოლას ახდენს და საკუთარი გადაწყვეტილების ძალით გატანას აპირებენ. გარდა ამისა, ტიაგოს გადაბირებისკენ კატალონიელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტიაგო
ალკანტარა მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს კარიერას "ლივერპულში", თუ ვეინალდუმი "ბარსელონას" შეუერთდება. 

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altკუმანი ლიდერობას ჰპირდებოდა, მესის დარჩენას კი "ბარსას" დატოვებისკენ მიჰყავს

altმესი თანაგუნდელებზე ნაწყენია და კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს


მკითხველის კომენტარები / 5 /
კუმანი-გვაცალეთ ბატონო,გვაცალეთ. იქნებ აცალოთ.ამაზე უარესს რაც წელს მოხდა როგორღა უნდა გააფუჭოს.
დაშოშმინდით
08 სექტემბერი 2020 19:32
0
ჯერ სადა ხართ, ეს დასაწყისია. უთანხმოებები მერე ნახეთ. არ მომწონს ეს კუმანი.
goCa
07 სექტემბერი 2020 16:21
0
ვააა იყიდეთ ორივე, მე უნდა გასწავლიდეთ? იქნებ ერთი მაინც გამოგადგეთ
ზორბეგი
07 სექტემბერი 2020 16:12
1
კაროჩე ამ ბარსელონაში ვისი ვისაშია ვერ გაიგებ
დიბალა
07 სექტემბერი 2020 16:01
2
დიბალ შენში ხომ კრისტინაა, ეგაა მთავარი...
იუვე
07 სექტემბერი 2020 20:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული