არც მესი, არც რონალდინიო - ეტო'ომ საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

AutoSharing Option
კამერუნელმა ლეგენდამ, სამუელ ეტო’ომ "ბარსელონას" ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.

"ბარსელონა" კლუბის ფილოსოფიაზე მორგებული ფეხბურთელების შეძენას უნდა შეეცადოს, რათა გუნდი მესიზე ასე მკაფიოდ დამოკიდებული არ იყოს.

მესის დარჩენას რაც შეეხება, ძალიან გამიხარდა. ლეო ჩემთვის შვილივითაა და მან სახლში თამაში უნდა განაგრძოს.

ვიმედოვნებ, რომ სერხიო ბუსკეტსი ძველ ფორმას დაიბრუნებს, რადგან ‘’ბარსელონა’’ ყოველთვის იმარჯვებს, როცა ესპანელი კარგ ფორმაშია.
ედენ აზართან ერთად "ჩელსიში" ვთამაშობდი და არ შემეშინდება თქმის, რომ ახლა მ
ესის დონეზეა.

საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ეს ინიესტაა. ანდრესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა", - განაცხადა "ბლაუგრანას" ექსფორვარდმა, რომელმაც კატალონიაში გატარებულ 6 სეზონში 130 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2009 წელს ტრიპლეტი მოიგო.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

altსამუელ ეტო'ო: თუ მესი წავა, "ბარსელონას" სახელის გადარქმევა მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც ფერია აქვს იმას ლაპარაკობს. ვაი მაგის პატრონს სად აზარი სად მესი.
ზაზა
15 სექტემბერი 2020 11:58
0
Azari mesis doneze tua me chinetis imperatori vyofilvaar.
Milani
08 სექტემბერი 2020 22:25
0
გამოდის ეტოოს ფეხბურთის არაფერი გაეგება თუ კი მესი არ დაასახელა საუკეთესო თანაგუნდელად..:)))))
საბა
08 სექტემბერი 2020 13:05
29
ეგა რო გაეგება რაც ჩაბი და ინიესტა წავიდა მას მერე მიდის ლიგაზე გრანდიოზული ქამბექები
ოთარ
14 სექტემბერი 2020 17:59
0
საბა კარგად დააკვირდი ჩემს კომენტარს, სადმე მიხსენებია, რომ ეტოოს არ ესმის ფეხბურთის? უბრალოდ აზარის და მესის ერთ დონეზე დაყენებამ გამაკვირვა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი. აზარს როგორც ფეხბურთელს ნამდვილად არ ვერჩი.
საბას
08 სექტემბერი 2020 14:24
0
ეტო ვერ ხარ აი მოტორზე. აზარი თუ მესის დონეზეა, მაშინ ფეხბურთის არ მსმენია და ეგ არის.
გამკვირვებია.!!!
08 სექტემბერი 2020 12:13
7
რაც რეალში გადავიდა აზარის კარგი თამაში არ გაიშვას.
ზურა
08 სექტემბერი 2020 17:10
0
ახლაო.წელს მესი მართლაც ვერ ბრწყინავდა და მიზეზები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით,აზარი კი,მართლაც კარგი იყო და ამიტომაც გაუთანაბრა.ინიესტას დაფასებაც გასაგებია მისი მხრიდან.მესის ყველა პირადი ჯილდო მიჰქონდა,ხავი-ინიესტა კი,მიუხედავად ჯადოქრული თამაშისა,ინდივიდუალური ჯილდოების გარეშე რჩებოდნენ.მან ინიესტას დამსახურებას მიაგო პატივი.
სოსო
08 სექტემბერი 2020 15:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული