"ბარსელონამ" დეპაი დაითანხმა და ვეინალდუმთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადაბარგდება.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კატალონიურმა კლუბმა ნიდერლანდების ნაკრების 26 წლის ფორვარდთან კონტრაქტი შეათანხმა.

ახლა "ბარსა" ტრანსფერზე "ლიონს" უნდა მოურიგდეს.

ამას გარდა, "ბარსელონა" ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმის აგენტებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ "ლივერპულისათვის" არ მიუმართავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სურს ისინი 55 მილიონ ევროზე ნაკლებად შეიძინოს.