ბეილი მზადაა კარიერა "მანჩესტერში" გააგრძელოს

AutoSharing Option
ნუთუ არხეინა ბეილი ისევ ითამაშებს?

"რეალის" შემტევი გარეთ ბეილი შეიძლება "მანჩესტერში" გადაბარგდეს, - ირწმუნება "სანი". "იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩო ვერ გადაიბირა და ბეილის იჯარით აყვანა მოისურვა.

თავად უელსელიც არაა წინააღმდეგი, კარიერა "მანჩესტერში" გააგრძელოს, ოღონდ სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა მანკუნიანური კლუბი მისთვის ამხელა ხელფასის გადახდას, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" თანახმაა მას ანაზღაურების ნახევარი გადაუხადოს.

გარეთმა უკანასკნელ სეზონში 20 მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.