ზინედინ ზიდანი: "რეალმა" კარგად ითამაშა

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "სოსიედადთან" უსახური ნულოვანი ფრის შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ორი ქულა დავკარგეთ. მთლიანობაში "რეალმა" კარგად ითამაშა, გოლი არ გაგვიშვია. პირველ ტაიმში მომენტები შევქმენით, მეორეში - არა.

ედეგორის დებიუტით კმაყოფილი ვარ. ნაბიჯ-ნაბიჯ მოუმატებს. სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს.

ბევრი ფეხბურთელი მყავს. დღეს ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არც იოვიჩთან და არც სხვა რომელიმე მოთამაშესთან პრობლემა არ მაქვს. თამაშის სურათის შეცვლა არ მინდოდა", - ციტირებს ზიდანს "მარკა".