"ატლეტიკო" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონ ევროს დაუნიშნავს, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან. ლუისი უკვე ესაუბრა გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" ურუგვაელი ფორვარდი ხელშეკრულების გაწყვეტაზე დაიყოლია. კატალონიური კლუბი კომპენსაციას არა, თუმცა ერთი წლის ხელფასის ნაწილს გადაუხდის.
33 წლის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.