"ატლეტიკო" სუარესს ორსეზონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონ ევროს დაუნიშნავს, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან. ლუისი უკვე ესაუბრა გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" ურუგვაელი ფორვარდი ხელშეკრულების გაწყვეტაზე დაიყოლია. კატალონიური კლუბი კომპენსაციას არა, თუმცა ერთი წლის ხელფასის ნაწილს გადაუხდის.

33 წლის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ბარსას გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ობიექტური ვიქნები რომ სუარესი ბოლო ათწლეულის ერთ ერთი უძლიერესი ცენტრფორვარდია(რამდენი უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანია ბარსასთვის).მისი გაშვება არ ვიცი ან იდიოტი უნდა იყო ან კლუბის მტერი ხარ. თან ატლეტიკოში(როგორ გაძლიერდება ატლეტიკო ნახავთ, ჩემპიონიბისათვის იბრძოლებს). უმადურობაა თან როგორ გაუშვეს?
dato
20:50 25-09-2020
0
უმადური ან ბრმა უნდა იყო, ბარსაში სუარესის გაკეთებულს რომ ვერ შეაფასებ ღირსეულად
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული