უსმან დემბელემ "ლივერპულში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
"ლივერპული" "ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეს სამსახურით იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლაზე უარი განაცხადა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

მერსისაიდულ კლუბს დემბელეს იჯარით აყვანა უნდოდა, რაც ამ უკანასკნელმა არ მოისურვა. უსმანის გადაბირებას "მანჩესტერიც"აპირებდა, თუმცა ფეხბურთელის პოზიციის შეტყობის შემდეგ "ბარსასთვის" აღარ მიუმართავს.

დემბელე "ბარსელონამ" 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდისგან" 138 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში კი ლა ლიგის 5 მატჩში (3 ძირითად შემადგენლობაში) 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული