აგენტი: "რეალმა" ის ადგილი უნდა კოცნოს, სადაც ბეილი ფეხს დგამდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" გარემარბ გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა თავისი კლიენტის მიმართ დამოკიდებულების გამო მადრიდის "რეალი" მკაცრად გააკრიტიკა.

"სხვა კლუბები გვიწვევდნენ, შესაძლოა, უფრო დიდები, ვიდრე "ტოტენჰემია", თუმცა გარეთი იმით უნდა იყოს კმაყოფილი, სადაც წავიდა. ყველანი შეთანხმებულნი ვიყავით, რომ "რეალში" მისი კარიერა დასრულებული გახლდათ.

ეს პროცესი პიროვნებებთან დაპირისპირება იყო, ჩვენ კი დამხმარე არავინ გვყავდა. ძალიან ბევრი რამ მოხდა.

ადამიანი, რომელმაც ასე კარგად ითამაშა მადრიდულ "კლუბში", ისე არ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.

იცით რა, "რეალმა" ის ადგილები უნდა კოცნოს,
სადაც ბეილი ფეხს ადგამდა", - განაცხადა ბატონმა აგენტმა.

უელსელი მადრიდულ გრანდში "ტოტენჰემიდან" 2013 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 101 მილიონი ევრო იყო. კონტრაქტი მხარეებს კიდევ 2 წლით აკავშირებთ და ბეილი "სპურებში" იჯარის წესით ითამაშებს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
6 წელი თამაშობდა და ორი სიტყვა ესპანურის სწავლაც არ იკადრა და ვერც იმ დონეზე ითამაშა როგორც უნდა ეთამაშა.. რა დაფასებას ითხოვს..
Realis fani
23 სექტემბერი 2020 14:54
23
ბეილს აშკარად რომ ჩაგრავდნენ სტატისტიკიდანაც ჩანს, ლამის ყველა მეორე მატჩში გოლი აქვს გატანილი. ლიგის ფინალი პირადად მოიგო ეგეც გვახსოვს, მაგრამ რეალისგან ჩვეული ამბავია ფეხბურთელების არ დაფასება და ბარსამაც მხარი რომ აუბა, ეგ უკვე ცოტა უცნაურია, თუნდაც სუარესს ვგულისხმობ
სულ2
23 სექტემბერი 2020 13:41
4
ისე ობიექტურობისათვის, ბეილი ნამდვილად არ იყო ცუდი ფეხბურთელი, უბრალოდ ზიდანმა ჩაკლა მასში როგორც ფეხბურთელი.
გ.გ
23 სექტემბერი 2020 12:35
0
ვეთანხმები ამ კაცს.
ხვიჩა
23 სექტემბერი 2020 11:43
9
ისე ბეილს ძალიან ცუდად მოექცნენ. ბეილის რა უნდა მიკვირდეს, როცა ბარსას ხელმძღვანელობა და კერძოდ კუმანი არა კაცურად მოექცნენ ლუი სუარეს, ფეხბურთელს რომელმაც სული გული ჩადო ბარსაში, სუარესის მიმართ ესეთი ქმედება არის უპატიელი შეცდომა, ან უფრო მეტიც დანაშაული.
ქომაგი
23 სექტემბერი 2020 11:25
5
კაი ხო ნუ გაახურე რა ნახევრად ჩამქრაკი ვარსკვლავით
dudu
23 სექტემბერი 2020 11:04
13
ნახევრად ჩამქრალიო წერ, სათადარიგო სკამზე დიდი ხნით ჯდომით სულ, რომ არ ჩაქრა ეგ არის საკვირველი. ისე მწვრთნელებმმა იციან ერთი ფეხბურთელის ამოჩემება, რომელსაც არ ახარებენ. ზიდანს ოღონდ ბენზემა ყავდეს და არავინ არ უნდა მის გარდა, ალბათ ორივე ალჟირელი, რომ არის მაგის გამო.
dudus
23 სექტემბერი 2020 12:32
1
არა უშავს აგენტ, მაურინიო გეზასავებათ ორივეს
grisha
23 სექტემბერი 2020 11:01
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული