სერხი რობერტომ კუმანის ვარჯიშებსა და მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა სერხი რობერტომ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანის ვარჯიშებზე ისაუბრა და ლიონელ მესის დარჩენის საკითხსაც შეეხო.

"ვარჯიშებზე ძალიან დაგვტვირთა, ხანგრძლივი სამწვრთნელო პროცესი იყო. კარგად ვმუშაობთ, ეს მახარებს. რონალდი ფეხბურთელებს სათქმელს ნათლად ეუბნება და ეს გუნდისთვის სასარგებლოა.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. მესი? მე იმას ვფიქრობდი, რასაც ყველა კატალონიელი - მესი "ბარსას" არ დატოვებდა.

ჩვენი კლუბი ლეოს გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. თითებს ვაჯვ
არედინებდი, მესი რომ დარჩენილიყო... ვხედავ, ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ინდომებს. ის დიდი პროფესიონალია და ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება", - აღნიშნა რობერტომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რობერტო, მესის ამბავში ხელს ვაწერ და გეთანხმები! რაც შეეხება კუმანს, არ გეთანხმები იმის გამო, რასაც კადრებენ სუარეს.
გია
11:31 23-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული