ლა ლიგაზე "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "გრანადა" 6:1 დაამარცხა.
"ბარსელონადან" გადასული 33 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა. ამას გარდა, ურუგვაელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.
30 სექტემბერს "ატლეტიკო" სტუმრად "უესკას" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, "გრანადამ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივს" 2:0 მოუგო.
ატლეტიკო - გრანადა 6:1
გოლები: 1:0 დიეგო კოსტა (9), 2:0 კორეა (47), 3:0 ფელიქსი (65), 4:0 ლორენტე (72), 5:0 სუარესი (85), 5:1 მოლინა (87), 6:1 სუარესი (90+3)