"ატლეტიკომ" "გრანადა" გაანადგურა - სუარესმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგაზე "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "გრანადა" 6:1 დაამარცხა.

"ბარსელონადან" გადასული 33 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა. ამას გარდა, ურუგვაელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.

30 სექტემბერს "ატლეტიკო" სტუმრად "უესკას" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, "გრანადამ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივს" 2:0 მოუგო.

ატლეტიკო - გრანადა 6:1
გოლები: 1:0 დიეგო კოსტა (9), 2:0 კორეა (47), 3:0 ფელიქსი (65), 4:0 ლორენტე (72), 5:0 სუარესი (85), 5:1 მოლინა (87), 6:1 სუარესი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიუხედავად იმისა, რომ ვარ ბარსას და მესის ფანი, სუარესის გოლები გამეხარდა. როგორ ვისურვო და ვუსურვო სუას, რომ ასეთი გოლები გაუტანოს ბარსას და დაუმტკიცოს ამ არა კაცებს, რომ შენაირი მაგარი ფეხბურთელი გასაშვები არ იყო. ათლეტიკო არ მიყვარს, მაგრამ დიეგო სიმეონეს ვუფასებთ, სუას მიმართ ინტერესის გამოჩენისათვის. პერსონალურად შენ წარმატება, ჩვენო ლუის!
goCa
08:21 28-09-2020
0
საუკეთესო მაგალითია იმისათვის, რომ ვიცოდეთ სად არის ჩვენი ფეხბურთი - გუნდი, რომლის კარის მიმართულებითაც დარტყმა ვერ მოვახერხეთ, მასხრდ აიგდო, მართალია ძლიერმა, მაგრამ არა სუპერკლუბმა...
gpga
22:51 27-09-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული